Skip to main content

საქპატენტის სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზა შესაბამისობაშია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების პრაქტიკასთან

ამა წლის 21 მაისს, საქპატენტი გახდა პირველი უწყება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის, რომელმაც სრულად შეუსაბამა სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების პრაქტიკას.

ქვემოთ მოცემული პრაქტიკის დოკუმენტების გამოქვეყნება, წარმოადგენს საქპატენტის და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგს.

  • განმასხვავებლობა - აღწერილობითი/არაგანმასხვავებელუნარიანი სიტყვების შემცველი გამოსახულებითი ნიშნები (იხ. ქართული და ინგლისური ვერსიები)
  • შავ-თეთრი ნიშნების დაცვის ფარგლები (იხ. ქართული და ინგლისური ვერსიები)
  • აღრევის შესაძლებლობა (არაგანმასხვავებელუნარიანი/სუსტი ელემენტების გავლენა) ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები (იხ. ქართული და ინგლისური ვერსიები)

პრაქტიკის დოკუმენტების გამოქვეყნების მთავარი მიზანია გამჭვირვალობის, სამართლებრივი სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდა განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირთათვის.   

Share this post