Skip to main content

საქპატენტის სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზა შესაბამისობაშია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების პრაქტიკასთან

ამა წლის 21 მაისს, საქპატენტი გახდა პირველი უწყება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის, რომელმაც სრულად შეუსაბამა სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების პრაქტიკას.

ქვემოთ მოცემული პრაქტიკის დოკუმენტების გამოქვეყნება, წარმოადგენს საქპატენტის და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგს.

Share this post